მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აქ საკითხავი ის არ არის, ვინ არის მართალი და ვინ არის არასწორი, რატომ არის ომი თქვენს ტერიტორიაზე?“ - ალექსანდრე ლუკაშენკო ვოლოდიმირ ზელენსკის

ბელარუსის არაღიარებული პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელორუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინელებს უკვე პრეტენზიები აქვთ მათ პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

„ვაკვირდები უკრაინას. დღეს უკრაინის მოსახლეობა იწყებს პრეტენზიების გამოთქმას თავიანთი ხელმძღვანელობის მიმართ. როცა ხალხს არაფერი აქვს საჭმელი, როცა სახლში ცივა, როცა მთელი ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად განადგურებულია, უბრალო ხალხი იტანჯება. და, აი, ალტერნატივა - ბიჭებო, დაჯექით და ისაუბრეთ.

და ის, რომ მის ტერიტორიაზე არის კონფლიქტი, ომი - ერთ-ორ წელიწადში ხალხი მას დაადანაშაულებს: „აქ საკითხავი ის არ არის, ვინ არის მართალი და ვინ არის არასწორი. რატომ არის ომი თქვენს ტერიტორიაზე?“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ცოფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა“ - ქალი, რომელიც ქუთაისში ძაღლმა დაკბინა, კლინიკაში გარდაიცვალა

👉 უკრაინამ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან, თუ მას სურს, თავიდან აიცილოს უზარმაზარი მსხვერპლი და უკრაინის სრული განადგურება - ალექსანდრე ლუკაშენკო

👉 რუსეთი დონბასში მედესანტეებს აგზავნის - ბრიტანული დაზვერვა

👉 სერბეთმა და კოსოვომ სანომრე ნიშნების კონფლიქტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

👉 „უკრაინას, მოლდოვას და პერსპექტივაში საქართველოსაც, ევროპაში მომავლის პერსპექტივა მივეცით“ - ოლაფ შოლცი