მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სერბეთმა და კოსოვომ სანომრე ნიშნების კონფლიქტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

სერბეთი და კოსოვო

სერბეთმა და კოსოვომ ნომრების პრობლემა დიპლომატიური გზით გადაჭრეს და შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„შეთანხმება მიღწეულია! მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მთავარი მომლაპარაკებლები კოსოვოსა და სერბეთს შორის, ევროკავშირის შუამავლობით, შეთანხმდნენ ზომებზე, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია და სრულად კონცენტრირდნენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის წინადადებებზე.

სერბეთი შეწყვეტს სანომრე ნიშნების გაცემას კოსოვოს ქალაქების სახელებით, ხოლო კოსოვო შეწყვეტს შემდგომ ქმედებებს მანქანების ხელახალი რეგისტრაციასთან დაკავშირებით. უახლოეს დღეებში მოვიწვევ მხარეებს შემდგომი ნაბიჯების განსახილველად“, - წერს ბორელი.

შეთანხმება ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით იქნა მიღწეული.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „უკრაინას, მოლდოვას და პერსპექტივაში საქართველოსაც, ევროპაში მომავლის პერსპექტივა მივეცით“ - ოლაფ შოლცი

👉 „კიევის 70% ელექტროენერგიის გარეშეა“ - ვიტალი კლიჩკო

👉 პოლონეთი გერმანიას მიმართავს, ვარშავისთვის დაპირებული Patriot-ები უკრაინას გადასცენ

👉 უკრაინის საჰაერო თავდაცვა და ამერიკული რაკეტები, სავარაუდოდ, ადამიანების სიკვდილშია დამნაშავე - რუსეთის წარმომადგენელი

👉 ავღანეთში „თალიბანის“ წევრებმა სახალხოდ 12 ადამიანი გაამათრახეს - BBC