მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ასოები Z და V არ არის ოფიციალური სამხედრო სიმბოლოები რუსეთში და არ ატარებენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას“ - ევგენი სტუპინი

z სიმბოლო

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ასოები Z და V არ არის ოფიციალური სამხედრო სიმბოლოები რუსეთში. ამის შესახებ მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატმა ევგენი სტუპინმა განაცხადა.

„ასოები Z და V არ არის ოფიციალური სამხედრო სიმბოლოები (აღნიშვნები) და არ ატარებენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას! ამის შესახებ ჩემი თხოვნით რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროდან იტყობინება.

ვიმედოვნებ, რომ ეს პასუხი ვინმეს დაეხმარება, თავიდან აიცილოს დაუსაბუთებელი დევნა უცხოური ანბანის ასოებისადმი დამოკიდებულების გამოხატვისას“, - განაცხადა სტუპინმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სახალხო დეპუტატის ძმა დააკავა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში დივერსიას და აფეთქებას გეგმავდა

👉 „რუსეთი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს“ - ანდრეი რუდენკო

👉 ავსტრალია უკრაინას 30-ზე მეტ ჯავშანტრანსპორტიორს უგზავნის - ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი

👉 „რუსეთი არც ისე სუსტია, ვინც ამბობს, რომ ომი მაისში დასრულდება, არასერიოზულია“ - ოლექსი დანილოვი

👉 „ჩვენ არ გვჭირდება სუროგატები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“ - დმიტრო კულება