მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბელორუსია ომისთვის ემზადება, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებს იარაღი გადაეცათ, ისინი თავშესაფრებს ამოწმებენ“ - უკრაინული მედია

ვადიმ სინიავსკი

ბელორუსიაში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლების ნაწილმა საომარი მოქმედებების შემთხვევაში „სამშობლოს დასაცავად“ იარაღი გამოყო, ქვეყანაში კი მოსახლეობის ევაკუაციას და თავშესაფრებზე საუბრობენ. ამის შესახებ ბელორუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა ვადიმ სინიავსკიმ ტელეარხ ONT-თან ინტერვიუში განაცხადა.

„დღეს ყველა ის იარაღი, რაც დაიგეგმა, თავდაცვის სამინისტროდან მიღებულია და იარაღის შესანახად ჩვენს ოთახებშია განთავსებული... გაანგარიშება გაკეთდა, პერსონალი გადამზადდა... საჭიროების შემთხვევაში მივიღოთ აქტიური მონაწილეობა სამშობლოს დაცვასთან დაკავშირებით. ეს გათვლები ეცნობა შსს-ს და რეგიონულ დონეზე შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსებს, ასევე შეიარაღებულ ძალებს - საჭიროების შემთხვევაში, მოხდება გათვლების ფორმირებაც შესაბამის ქმედებებში მონაწილეობის მისაღებად“, - განაცხადა სინიავსკიმ.

სინიავსკიმ ასევე თქვა, რომ ბელორუსიაში 5 000-ზე მეტი სხვადასხვა დახურული სტრუქტურაა, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ მოსახლეობის თავშესაფრად სარაკეტო თავდასხმების შემთხვევაში.

„ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა... იღებს ყველა ზომას, რათა თავიდან აიცილოს ეს [სამხედრო კონფლიქტი ბელორუსის ტერიტორიაზე]. მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ, სამწუხაროდ, სამყარო ისეთია, რომ შეიძლება დადგეს სიტუაცია, როცა მოგვიწევს სწრაფი მოქმედება. მათ შორის, სამოქალაქო თავდაცვის ფარგლებში. ქვეყანაში არის 5 000-ზე მეტი სხვადასხვა დახურული სტრუქტურა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მოსახლეობის თავშესაფრად, სხვა საკითხებთან ერთად, სარაკეტო თავდასხმების შემთხვევაში. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გავაკეთებთ ოპერატიულ შეტყობინებას და ვაცნობებთ ხალხს, თუ სად, როდის, რომელ რაიონში შეიძლება თავშესაფრებში ჩავიდნენ“, - აღნიშნა სინიავსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვენ

👉 ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ნაწილს რამზან კადიროვის ბანდიტური ფორმირება „ახმატი“ აკონტროლებს - უკრაინული მხარე

👉 ირანის ციხეში ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 61 კი დაშავდა - Rueters

👉 „მტერი ცდილობს მთელი ფრონტის ხაზის დანაღმვას, ყველაფერს ნაღმავენ, რაზედაც ხელი მიუწვდებათ“ - სერგეი გაიდაი

👉 „მელია უკვე „მაშველი რგოლია“ ხელისუფლების“ - თაკო ჩარკვიანი