მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბლინკენმა რუსეთი უკრაინაში სურსათის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთი უკრაინაში სურსათის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 

მისი თქმით, სურსათის მიწოდება მთელ მსოფლიოში, ფაქტობრივად, მძევლად არის აყვანილი რუსი სამხედროების მიერ.

გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას ენტონი ბლინკენმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკირება.

„რუსეთის მთავრობა, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ სურსათის იარაღად გამოყენება ხელს შეუწყობს იმის მიღწევას, რაც მის შეჭრას არ მოუტანია - უკრაინელი ხალხის სულისკვეთების გატეხა. სურსათის მიწოდება მთელ მსოფლიოში, ფაქტობრივად, მძევლად არის აყვანილი რუსი სამხედროების მიერ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉რუსები შეტევაზე გადავიდნენ ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის მახლობლად - უკრაინის გენშტაბი

👉უკრაინელებმა სამხრეთში ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი და მრავალი სახის ტექნიკა გაანადგურეს

👉რუსეთი აგრძელებს აზოვსტალის დაბომბვას, სადაც უკრაინელი დამცველები არიან განლაგებული - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

👉ამერიკელმა ექსპერტებმა განმარტეს, თუ რატომ დათანხმდა რუსეთის ფედერაცია მარიუპოლის დამცველების ევაკუაციას