მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დასავლეთის მცდელობები, დაარწმუნოს კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებაზე, უკრაინის დათმობის მოთხოვნას უტოლდება - მიხაილო პოდოლიაკი

ზელენსკის ოფისის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი

დასავლეთის მცდელობები, დაარწმუნოს კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებაზე, უკრაინის სამხედრო გამარჯვებების სერიის შემდეგ, უაზროა. ეს უკრაინის დათმობის მოთხოვნას უტოლდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„თუ თქვენ გაქვთ ინიციატივა ბრძოლის ველზე, ცოტა უცნაურია ისეთი შემოთავაზებების მიღება, როგორიცაა: „სამხედრო გზით მაინც ვერ გააკეთებ, უნდა მოელაპარაკო“. ეს იმას ნიშნავს, რომ თავისი ტერიტორიების დაბრუნებით ქვეყანა დამარცხებულს უნდა დაემორჩილოს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მან ასევე თქვა, რომ მოსკოვს არ შეუთავაზებია „არანაირი პირდაპირი წინადადება“ კიევისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ამის ნაცვლად, ამჯობინა მათი გადაცემა შუამავლების მეშვეობით.

„რუსეთს არ სურს მოლაპარაკება. რუსეთი აწარმოებს საკომუნიკაციო კამპანიას სახელწოდებით „მოლაპარაკებები“. ის უბრალოდ ცოტა ხნით გაჩერდება და მოამზადებს მობილიზებულ ძალებს, მოიძიებს დამატებით იარაღს და გააძლიერებს პოზიციებს“, - დასძინა პოდოლიაკმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „საქართველოს ევროკავშირის კანდიდატურა „ქართული ოცნების“ ხელშია და არა ოპოზიციის“ - იან კელი

👉 „მტკიცებულებებს სასამართლოში წარვადგენთ“ - შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე

👉 ხერსონიდან რუსული ძალების უკან დახევა ბევრად უფრო ორგანიზებული იყო, ვიდრე სხვა შემთხვევები - ბრიტანული დაზვერვა

👉 „ველოდებით ტოქსიკოლოგის განმარტებებსაც, რა გამოიწვია იმ ვერცხლის წყალმა“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

👉 ბრიტანეთის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება 50 მილიონი ფუნტია