მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროპის რამდენიმე ქვეყნის უკრაინის საელჩოებმა სისხლიანი ამანათები მიიღეს, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო“ - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

უკრაინის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვარგარეთ უკრაინის დიპლომატიური ინსტიტუტების ტერორისა და დაშინების მიზანმიმართული კამპანიის გაგრძელების შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ნათქვამია სამინისტროს წარმომადგენლის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებაში.

სპიკერის თქმით, უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებში მუქარა გრძელდება.

ესპანეთში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, საელჩოებს უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიაში, გენერალურ საკონსულოებს ნეაპოლსა და კრაკოვში, ასევე საკონსულოს ბრნოში, სისხლიანი პაკეტები გაუგზავნეს. ჩანთებში ცხოველების თვალები იყო, თავად ჩანთები კი დამახასიათებელი ფერის სითხეში იყო გაჟღენთილი და შესაბამისი სუნი ჰქონდა. 

გარდა ამისა, ვატიკანში ელჩის რეზიდენციის შესასვლელი დააზიანეს.

შეერთებულ შტატებში განთავსებულმა უკრაინის საელჩომ ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ტერიტორიიდან მიიღო წერილი უკრაინის შესახებ კრიტიკული სტატიის ასლით.

ნიკოლენკომ აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო „სწავლობს ამ გზავნილის მნიშვნელობას“.

„არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ კარგად დაგეგმილი ტერორისა და უკრაინის საელჩოებისა და საკონსულოების დაშინების კამპანია მიმდინარეობს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 კიევში ვიმყოფები, აქ დიდი თუ პატარა დაინტერესებულია ერთი საკითხით საქართველოსთან მიმართებით, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - კობა ნაყოფია

👉 „ეს ადამიანი ასე ცუდად ამდენი ხანია არ მინახავს, რაც ვნახე კოშმარი იყო სრული“ - შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე

👉 „ფარდას რაღაცებს ავხდიო, რომ ამბობს, რას უნდა ახადოს, პარტიის შიდა ამბებს? ანუ პარტიაზე უნდა იჭორაოს?“ - პეტრე ცისკარიშვილი ნიკა მელიაზე

👉 „სააკაშვილს ჩამოსვლა ძალიან ძვირად დაუჯდა, მაგრამ დიდი პოლიტიკოსის სვლა იყო“ - თაკო ჩარკვიანი

👉 „სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა სპეცოპერაცია იყო, ის შეიტყუეს“ - ლიზა იასკო