მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა სპეცოპერაცია იყო, ის შეიტყუეს“ - ლიზა იასკო

ლიზა იასკო, მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შეიტყუეს. მისი თქმით, ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია.

„სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში არ იყო მხოლოდ სურვილი, არამედ ის იყო გარკვეული სპეცოპერაცია, რომელიც ორგანიზებული იყო გარკვეული ადამიანების მიერ, რომ ის შეეტყუებინათ ისეთ ვითარებაში, რომ მომხდარიყო სააკაშვილის განადგურება, როგორც ფიზიკურად, ასევე, მენტალურად.

ეს არ არის ახალი ამბავი. ჩვენ ვიცით, რომ სპეცსამსახურებს შეუძლიათ ძალიან კარგად მუშაობა. სხვათა შორის, ეს ვარიანტი არ უნდა იყოს გამორიცხული, მათ შორის, იმ ადამიანების მონაწილეობით, რომელსაც აქვთ ლომის წვლილი ამ საიდუმლო გეგმის სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით. მათ შორის, მე ვსაუბრობ სააკაშვილის დაკავებასა და პატიმრობაზე. ის ახლა ციხეშია, იმიტომ, რომ ასე პუტინს უნდა“, - განაცხადა იასკომ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ვიაჩესლავ ვოლოდინი ე.წ. პირველი ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

👉 „უკრაინის სამმა საელჩომ მიიღო წერილები, რომლებიც დასველებული იყო წითელი სითხით, ეს დაშინებაა“ - დმიტრო კულება

👉 თუ რამე მოხდება და ჩვენმა ქვეყანამ ვერ გაიმარჯვა, პრეტენზიები ყველასთან ექნებათ, ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვიქნებით - ოლგა სკაბეევა

👉 „ოპოზიციურ არხებზე ჭეშმარიტებად საღდებოდა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ბიძინას შიშის ზარს დასცემს... დღეს ტანდაკაწრული მიშა 75 კილოა და ბიძინა ისე მყარად დგას, როგორც არასდროს“ - თამარ ჩერგოლეიშვილი