მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მედია ავრცელებს სპეკულაციას ბირთვული იარაღის სავარაუდო გამოყენების შესახებ, ამის საჭიროება არ არსებობს“ - სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, ისტორიები რუსეთის სავარაუდო გეგმების შესახებ უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით აბსოლუტური სიცრუეა.

„მედია ავრცელებს სპეკულაციას რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის სავარაუდო გამოყენების შესახებ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს ან ქიმიური იარაღის გამოყენების მზადყოფნის შესახებ. მთელი ეს ინფორმაცია აბსოლუტური სიცრუეა. რუსული ბირთვული იარაღის მთავარი მიზანი არის ბირთვული თავდასხმის შეკავება. მათი გამოყენება შემოიფარგლება საგანგებო სიტუაციებით, რომლებიც განსაზღვრულია რუსეთის სახელმძღვანელო დოკუმენტებში, რომლებიც ღიაა საზოგადოებისთვის“, - განაცხადა შოიგუმ.

მან, ასევე, დასძინა, რომ სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენება აუცილებელი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 დონეცკში დატყვევებულ შვედ, ხორვატ და ბრიტანელ მებრძოლებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ - Reuters

👉 „იფიქრეთ დისიდენტებზე“ - ოლაფ შოლცი რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვაზე