მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომი შემოდგომამდე დასრულდეს“ - არესტოვიჩი

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩის აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ომი შემოდგომამდე დასრულდეს. 

მისივე თქმით, ამ მიზეზით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საომარი მდგომარეობის 90 დღით გახანგრძლივების ინიციატივით გამოვიდა. 

„ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ ეს ომი ნაკლებად სავარაუდოა, შემოდგომამდე დასრულდეს. ომის დროს აუცილებელია საზოგადოებასთან გულწრფელი კომუნიკაცია. საომარი მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს მოიხსნას, მაგრამ მისი გაგრძელება შესაძლებელია ომში გამარჯვების შემდეგაც კი ცალკეულ ადგილებში. ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენა დაიწყება, ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კი ჩვენი ტერიტორიების ნაღმებისგან გაწმენდაა. 

გამარჯვების შემდეგაც კი გარკვეული საფრთხე დარჩება, ქვედანაყოფები დაიცავენ სახელმწიფო საზღვარს, ყველა სამხედრო მაშინვე სახლში არ დაბრუნდება“, - აღნიშნა არესტოვიჩმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉ამერიკელმა ექსპერტებმა განმარტეს, თუ რატომ დათანხმდა რუსეთის ფედერაცია მარიუპოლის დამცველების ევაკუაციას

👉სამხედროები უარს ამბობენ ბრძოლაზე და რუსეთში დაბრუნებას ითხოვენ - უკრაინის დაზვერვა

👉უკრაინა იმაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე თქვენ გგონიათ - ექსპერტი

👉კადიროვის ახლო ნათესავი მარიუპოლში საველე მეთაური იყო - ბრიტანული დაზვერვა

👉გამოიცანი პოლიტიკოსები ბავშვობის ფოტოებიდან - ქვიზი