მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა იმაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე თქვენ გგონიათ - ექსპერტი

ომი უკრაინაში

აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკის ექსპერტი სურია ჯეიენთი, უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ჟურნალ Time-ში აქვეყნებს. ექსპერტი ამბობს, რომ უკრაინა იმაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე გვგონია. 

მისი თქმით, უკრაინას სჭირდება წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის დახმარება და მხარდაჭერა გასამარჯვებლად.

„განსხვავება მოლოდინებსა და უკრაინის სამხედროების გასაოცარ გამძლეობას შორის აადვილებს არსებული სიტუაციის არასწორ ინტერპრეტაციას უკრაინის სასარგებლოდ. უკრაინა გაცილებით უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ამის შესახებ საყოველთაოდ ცნობილია და სჯერათ. უკრაინას სჭირდება და კვლავაც დასჭირდება წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის დახმარება და მხარდაჭერა  რეალურად გასამარჯვებლად.

ჩვენ გვიყვარს დაჩაგრულები. ჩვენ გვიყვარს გაბედული ახალგაზრდა კაცი, რომელიც შანსების სიმწირის მიუხედავად, წარმატებას აღწევს. ეს იმედს გვიმყარებს და საშუალებას გვაძლევს ვიგრძნოთ, რომ მორალურად აღმატებულ მხარეს ვდგავართ. სწორედ ამიტომაა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასე წარმატებით აპელირებს მსოფლიოზე.

შანსების წინააღმდეგ მისი ასეთი დაუმორჩილებლობის გამო, მხარს ვუჭერთ მას ჩაგვრის წინააღმდეგ. როდესაც ვგულშემატკივრობდით დასახიჩრებულ, შუედარებელ უკრაინელებს, ჩვენ ვიმსუბუქებთ სირცხვილს იმის გამო, რომ ისინი, ვისაც ვპირდებოდით დაცვასა და „უსაფრთხოების გარანტიებს“, მივატოვეთ თოვლსა და ტალახში მარტო სიკვდილისთვის. ფაქტი, რომ კიევი არ დაეცა და რუსულმა ჯარებმა აღმოსავლეთისკენ დაიხიეს, იმას ნიშნავს, რომ უკრაინა იმაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ამას მედია ასახავს“, - წერს ენერგეტიკული პოლიტიკის ექსპერტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉ამერიკელმა ექსპერტებმა განმარტეს, თუ რატომ დათანხმდა რუსეთის ფედერაცია მარიუპოლის დამცველების ევაკუაციას

👉კადიროვის ახლო ნათესავი მარიუპოლში საველე მეთაური იყო - ბრიტანული დაზვერვა

👉🎥 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში რუსული ტანკი T-80 გაანადგურეს

👉რუსეთის ჯარებმა თავდაცვაზე გადასვლა დაიწყეს - არესტოვიჩი

👉ევროპის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება „ეკონომიკურ თვითმკვლელობას“ უტოლდება - პუტინი

👉გამოიცანი პოლიტიკოსები ბავშვობის ფოტოებიდან - ქვიზი