მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ექსპერტები განმარტავენ როგორ შეიძლება უკრაინის წინააღმდეგ ომში კრემლმა ბელარუსი გამოიყენოს

რუსეთის და ბელარუსის პრეზიდენტები

საერთაშორისო ორგანიზაცია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ექსპერტები ამბობენ, რომ კრემლს შეუძლია დამატებითი ძალები ბელარუსში უკრაინული ჯარების შესაკავებლად გამოიყენოს.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, რუსეთისა და ბელორუსის ჯარები, ისევე როგორც ადრე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინას ჩრდილოეთიდან შეუტევენ.

10 ოქტომბერს რუსეთის ჯარებმა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს 20-ზე მეტ ქალაქში, მათ შორის კიევზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმის ბრძანება ყირიმის ხიდზე განხორციელებული „ტერორისტული თავდასხმის“ პასუხი იყო. 

პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ნებისმიერ ქმედებაზე რუსეთის პასუხი პროპორციული იქნება. 

უკრაინული მედია წერს, ყირიმის ხიდისთვის „შურისძიება“ რუსეთის ომის მომხრე ნაციონალისტურმა მხარემ მოითხოვა. პუტინმა ეს სურვილი შეასრულა. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დიქტატორთან შეხვედრას დაესწრო.

ბელორუსის მონაწილეობა ომში 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კრემლი ბელარუსს იყენებს როგორც პლაცდარმს უკრაინაზე საჰაერო თავდასხმებისთვის. 

მიუხედავად ლუკაშენკოს ბოლო განცხადებისა,  რომ ბელარუსში მობილიზაცია არ იქნება, ბელარუსის მხრიდან უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის შესაძლებლობა მუდმივად განიხილება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ დღეს G7-ის ლიდერები უკრაინაზე მასიური სარაკეტო დარტყმის გამო საგანგებო შეხვედრას გამართავენ

✔️ ლიზ ტრასი ნატოს ლიდერებს საგანგებო შეხვედრის გამართვას სთავაზობს