მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, რუსული არმია ამოწურულია - ბრიტანეთის სპეცსამსახურის უფროსი

რიტანეთის სპეცსამსახურების უფროსი

„პუტინი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, რუსული არმია ამოწურულია და მისი ყველა წინა მიღწევა დამარცხებად ითვლება“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების უფროსმა ჯერემი ფლემინგიმ განაცხადა. 

„ნათელია, რომ უკრაინის გაბედული ქმედებები ბრძოლის ველზე და კიბერსივრცეში ცვლის სიტუაციას“, - აღნიშნა ფლემინგმა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პუტინის გადაწყვეტილებები მცდარი აღმოჩნდა და მისი მიზნები ჩაიშალა შეცდომების სერიის გამო.

ფლემინგი, ასევე, მიიჩნევს, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის ობიექტებზე სარაკეტო დარტყმის მიუხედავად, მოსკოვს საბრძოლო მასალა ეწურება და ბოლო მობილიზაცია იყო რუსეთის პრეზიდენტის უიმედობის დემონსტრირება, რაც გამოიწვევს მის კრიტიკას და რუსეთის შემდგომ იზოლაციას.

გარდა ამისა, მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის ომის ხარჯები - როგორც ადამიანების დაკარგვის, ასევე, ტექნიკის დაკარგვის თვალსაზრისით - გამაოგნებელია.

ფლემინგი, ასევე, ამტკიცებს, რომ რუსი ხალხი ახლა იწყებს პრობლემების გააზრებას.

„ისინი {რუსები} ხედავენ, რამდენად შეცდა პუტინი სიტუაციის შეფასებაში, გაურბიან ჯარს, ხვდებიან, რომ ვეღარ იმოგზაურებენ. იციან, რომ მკვეთრად შეიზღუდება მათი ხელმისაწვდომობა თანამედროვე ტექნოლოგიებზე და გარე გავლენებზე“, - აცხადებს  დიდი ბრიტანეთის სამთავრობო კომუნიკაციების ცენტრის (GCHQ) ხელმძღვანელი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ნაძირალა, რომელიც ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებს“ - რუსი ოპოზიციონერი გენერალ სერგეი სუროვიკინზე

✔️ პუტინს ელიტარული ქვედანაყოფი მოსკოვში გადაჰყავს სახელმწიფო გადატრიალების შიშის გამო - The Sun

✔️ „მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა მოახდინოს თავისი ძალების კონსოლიდაცია, რათა ეს ბოროტების პროვინცია საბოლოოდ დამარცხდეს“ - გიორგი ბადრიძე

✔️ რუსეთი ოკუპირებული ყირიმიდან „სიტუაციის გართულების“ შემთხვევაში ნახევარკუნძულიდან ევაკუაციის გეგმას ამზადებს - გენერალური შტაბი

✔️ „ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროება დიდია, პუტინის ფსიქიკური არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე“ - მამუკა მამულაშვილი