მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პუტინის ბირთვულ მუქარას გერმანია ძალიან სერიოზულად ეკიდება“ - ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განმეორებით მუქარის გამო უკრაინის ომში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.

„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით მის სიტყვებს, სხვა შემთხვევაში ეს დაუდევრობა იქნება”, - აღნიშნა ბერბოკმა.

მისი თქმით, ომის 220 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში პუტინმა „არაერთხელ აჩვენა, რომ არ ერიდება ყველაზე უარესი ომის დანაშაულებს. არ ჩერდება საავადმყოფოებსა და ბავშვებზე და მზადაა საკუთარი ქვეყანაც კი დაანგრიოს“.

„მსოფლიოში, თითქმის, არც ერთი სახელმწიფო არ უჭერს მხარს პუტინს და ასიათასობით რუსი ახალგაზრდა ტოვებს ქვეყანას. რუსეთის პრეზიდენტი არის მარტო და იზოლირებული, როგორც არასდროს და მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ამ საშინელი ომის ყოველ დღეზე”, – დასძინა მან.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, არ ნიშნავს, რომ ეს მას ავტომობილის, ან საბურავების კანონიერ მფლობელად აქცევს“ - ლიეტუვის პრეზიდენტი

👉 „რამდენიმე ოლქში ახალი დასახლებული პუნქტები გათავისუფლდა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ახალ პაკეტში ოთხი „ჰაიმარსის“ სისტემა იქნება გათვალისწინებული - Reuters

👉 პუტინი ცდილობს, ხარკოვის რეგიონში წარუმატებლობისთვის პასუხისმგებლობა თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების გამოყენებით გადაიტანოს - ISW

👉 „საფრანგეთს სურს, ომის ფასი რუსეთისთვის გაუსაძლისი გახადოს“ - საფრანგეთის პრემიერი