მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის გამო საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაცრ რეაქციას ელოდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო გაეროსა და G20-ისგან მკაცრ საერთაშორისო რეაქციას ელოდება.

„ახლა ჩვენ გვჭირდება მკაცრი საერთაშორისო რეაქცია როგორც გაეროს დონეზე, ასევე სხვა დონეზე. მათ შორის G20-ის დონეზე. როგორ შეიძლება რუსეთი „დიდ ოცეულში“ იყოს სხვა ქვეყნებთან ერთად, თუ ის შეგნებულად მუშაობს რამდენიმე კონტინენტის შიმშილზე? ეს სისულელეა. რუსეთის ადგილი „დიდ ოცეულში“ არ არის. სინამდვილეში, ეს მათი დღევანდელი განცხადება არ არის. რუსეთმა გამიზნულად დაიწყო ამ კრიზისის შექმნა სექტემბერში. სექტემბრის შემდეგ კორიდორებში 176 გემია გაჩერებული, რომელიც მარშრუტის განხორციელებას ვერ ახერხებს. ეს რუსეთის აბსოლუტურად გააზრებული ბლოკადაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვმა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 სამხრეთით უკრაინამ ოკუპანტებთან საარტილერიო უპირატესობა მოიპოვა - New York Times

👉 „ბავშვს დაუწყო ძიძგილაობა და მოტაცება, რის შემდეგაც ჩემს უფროსს შვილს ხელი უკრავს ამ კაცისთვის და გამოქცეულან ესკალატორისკენ“ - თბილისში კაცი მოზარდების მოტყუებით გატაცებას ცდილობდა

👉 სამხრეთ კორეაში ჰელოუინისას ჭყლეტას 151 ადამიანი ემსხვერპლა, 3 580 ადამიანი დაკარგულია - ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა

👉 სომალიში მანქანები აფეთქდა, რის შედეგადაც 100 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა - Reuters

👉 ხერსონის 90-ე გამოსასწორებელი კოლონიიდან ე.წ. „ევაკუაციის“ დროს რუსებმა პატიმრები გამოიყვანეს, კოლონიას კი პერსონალისა და აღჭურვილობის დასაბინავებლად იყენებენ - უკრაინის გენშტაბი