მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის საჰაერო თავდაცვა და ამერიკული რაკეტები, სავარაუდოდ, ადამიანების სიკვდილშია დამნაშავე - რუსეთის წარმომადგენელი

ვასილი ნებენზია

უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და დასავლეთიდან უკრაინის იარაღით მომარაგების ბრალია.

მისი თქმით, თითქოს უკრაინა საცხოვრებელ შენობებს შორის ათავსებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

„შედეგად, რაკეტების ფრაგმენტები ან უკრაინული რაკეტები, რომლებიც მიზანს ასცდა, ხვდება იმ ობიექტებში, რომლებისთვისაც რუსეთს არც კი დაუმიზნებია“, - თქვა მან.

ნებენზიამ ასევე თქვა, რომ რაკეტები, რომლებიც 23 ნოემბერს კიევსა და ვიშგოროდში საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა, სავარაუდოდ, „ამერიკული საჰაერო თავდაცვის რაკეტებია, რომლებიც კიევს მიეწოდება“.

„იარაღით უკრაინის გადატუმბვა უკვე იწვევს იმას, რომ მისგან მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან არა მხოლოდ დონბასში, არამედ უკრაინის ქალაქებშიც”, - მიმართა მან დასავლეთს.

28 ოქტომბერს ნებენზიამ  თქვა, რომ რუსმა დამპყრობლებმა, სავარაუდოდ, უკრაინაში აღმოაჩინეს თვითმფრინავები, რომლებსაც შეეძლოთ „საშიში ვირუსებით ინფიცირებული კოღოების გავრცელება“. ამის შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა იხუმრა, რომ უკრაინაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 300 000 კოღოს გამოძახება იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ავღანეთში „თალიბანის“ წევრებმა სახალხოდ 12 ადამიანი გაამათრახეს - BBC

👉 ნიკოლ ფაშინიანმა ОДКБ-ს სამიტზე დოკუმენტების ხელმოწერაზე უარი თქვა

👉 კრემლს უარი არ უთქვამს უკრაინაში მის მიზნებზე, უბრალოდ ნაწილობრივ ფარავს მას - ISW

👉 „მსოფლიო არ უნდა იყოს ერთი საერთაშორისო ტერორისტის მძევალი“ - ზელენსკი გაეროს მოუწოდებს, რუსეთს ხმის უფლება ჩამოართვას

👉 აშშ არ გამორიცხავს, ​​რომ რუსეთმა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს, თუ ის განაგრძობს პოზიციების დაკარგვას ბრძოლის ველზე - Politico