მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებიდან ამოიღეს წინადადება, რომ ომში თითქოს 100 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და შესწორებული ვერსია გამოაქვეყნეს - უკრაინული მედია

 ევროკომისიის ხელმძღვანელი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართვიდან ამოიღეს ის მონაკვეთი, სადაც ლაიენი ამბობს, რომ რუსეთთან ომში უკრაინამ სავარაუდოდ 100 000 სამხედრო და 20 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა.

მიმართვის ტექსტი და ვიდეო ევროკომისიის ვებგვერდზე და ფონ დერ ლაიენის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.

განცხადების დასაწყისში ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სიკვდილი, განადგურება და აურაცხელი ტანჯვა მოიტანა და, სავარაუდოდ, „დღემდე უკრაინაში 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა“.

თუმცა, მოგვიანებით ფონ დერ ლაიენის განცხადების ტექსტი დარედაქტირდა ევროკომისიის ვებსაიტზე და გამოქვეყნდა სამხედროებისა და მოქალაქეების დანაკარგების გარეშე.

ევროკომისიას მსგავს ნაბიჯზე განმარტებები არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „სამწუხაროა, რომ „TV პირველს“ უფრო მეტი არ დაეკისრა“ - კალაძის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

👉 „ევროკავშირი გთავაზობთ, შეიქმნას სპეციალური სასამართლო, რომელიც გამოიძიებს რუსული აგრესიის დანაშაულს“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

👉 „პუტინი ფიქრობს, რომ თავისი მოქალაქეები საქართველოში, მოლდოვაში ან უკრაინაში უნდა დაიხოცონ“ - მიხაილო პოდოლიაკი

👉 ევროკომისიის შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები 100 000 სამხედროა

👉 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სამიზნეების დაახლოებით 80% გაანადგურეს - ვალერი ზალუჟნი