მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ მარიუპოლში მის სისუსტეს აჩვენებს - ირინა ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ მარიუპოლში მხოლოდ მის სისუსტეს აჩვენებს, - ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა

„ჰიტლერიც კი ეწვია 1941 წელს მისი ჯარისკაცების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს და გავიხსენოთ რა დაემართა მას. მისი ვიზიტი მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის სისუსტეს ასახავს, ​​ის მალე იძულებული გახდება გადადგეს“, - აღნიშნა მინისტრმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ჟენევის კონვენციების მასიურ დარღვევას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„კაცებს იძულებით იწვევენ სამხედრო სამსახურში, უბრძანებენ პასპორტების შეცვლას, კერძო საკუთრებას ანადგურებენ ან ძარცვავენ, სკოლებში რუსული სასწავლო გეგმებია დაწესებული“, - დასძინა ვერეშჩუკმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ბახმუტში მძიმე ბრძოლები გრძელდება, რუსები შეშფოთებულნი არიან ბახმუტში შეიარაღებული ძალების შესაძლო კონტრშეტევის გამო - საბრძოლო რუკები

🔴 რუსების „დიდი შეტევა“  კულმინაციას აღწევს, უკრაინას შეუძლია კონტრეშევა დაიწყოს - ISW

🔴 ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის - ანდრეი იუსოვი

🔴 შოლცი აცხადებს, რომ პუტინთან პირად საუბრებში კრემლის ლიდერი თავაზიანი ადამიანია და ერთმანეთს სახელით მიმართავენ

🔴 ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში „კალიბრის“ ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტებია განადგურებული - უკრაინის თავდაცვა