მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსების „დიდი შეტევა“ კულმინაციას აღწევს, უკრაინას შეუძლია კონტრშეტევა დაიწყოს - ISW

უკრაინელი სამხედრო

რუსეთის შეტევითი ოპერაციების ტემპი აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო კვირებში შენელდა, რაც შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსული ჯარების საგაზაფხულო შეტევა დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი იუწყება.

ანალიტიკოსების ცნობით, რუსული დიდი შეტევა  კულმინაციას აღწევს რუსეთის ფედერაციას მნიშვნელოვანი გამარჯვებების გარეშე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ რუსეთს არ შეეძლო საკმარისი ძალების შეკრება დონბასში მოსალოდნელი დიდი შეტევისთვის და აღნიშნა, რომ რუსეთის ამჟამინდელ შეტევას არ შეიძლება ეწოდოს დიდი სტრატეგიული ოპერაცია.

მისი თქმით, რუსეთის ჯარს ბახმუტის ტაქტიკურად აღებაც კი არ შეუძლია. ისინი, ასევე, განიცდიან მნიშვნელოვან სირთულეებს ფრონტის სხვა სექტორებში.

ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ რუსები ვერ აღწევენ დასახულ მიზნებს, როგორიცაა ბახმუტის ტაქტიკურად აღება. გარდა ამისა, მათ აქვთ პრობლემები შეტევასთან დაკავშირებით ავდიივკა-დონეცკის და უგლედარის მიდამოებში. ასევე, რუსები აუარესებენ შეტევის მდგომარეობას დონეცკის რეგიონში.

„თუ 300 000 რუსმა ჯარისკაცმა ვერ უზრუნველყო გადამწყვეტი შეტევითი უპირატესობა უკრაინაში, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დამატებითი ძალების დამატება მობილიზაციის მომავალ ტალღებში რადიკალურად განსხვავებულ შედეგამდე მიგვიყვანს“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ცნობით, თავდასხმებმა ბახმუტზე, უგლედარზე, ასევე, ავდიივკა-დონეცკის და სვატოვო-კრემინას ხაზებზე რუსებს არაფერი მოუტანა, ახლა უკრაინას აქვს ყველა შანსი, დაიბრუნოს ინიციატივა და ამჟამინდელი ფრონტის ხაზის კრიტიკულ ადგილებში დაიწყოს კონტრშეტევა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 რუსეთი და ჩინეთი საერთაშორისო წესრიგის დარღვევას ცდილობენ - ჯონ კირბი

🔴 პრიგოჟინი ბახმუტის მიმართულებით „ვაგნერის“ შესაძლო დამარცხების აღიარებისთვის ემზადება - ISW

🔴 უკრაინელმა სამხედროებმა გააძლიერეს შეტევითი ოპერაციები ზაპოროჟიეს სამხრეთით, ოკუპანტები ცდილობენ  ბახმუტის დაკავებას - საბრძოლო რუკები 

🔴 „პუტინი მარიუპოლის მცხოვრებლებს პრობლემების გადაჭრას დაჰპირდა“ - პესკოვი

🔴 უკრაინასთან კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ  რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის მოხსნით - ზახაროვა