მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებენ

საფეხბურთო სტადიონი თურქეთში

ცნობილი თურქული საფეხბურთო კლუბის, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები „ანტალიასპორთან“ თამაშის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ და მას გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. ამის შესახებ birgun.net იუწყება. 

ანალოგიური აქცია კიდევ ერთი სტამბოლური კლუბის, „ფენერბახჩეს“ გულშემატკივრებმა მოაწყვეს.

„ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებმა, ასევე, სტადიონზე სიმბოლურად სათამაშოები დაყარეს, რითაც თურქეთის ცენტრალურ ნაწილში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის დროს დაღუპულ და დაშავებულ ბავშვებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

მიწისძვრის შემდეგ თურქეთში ანტისამთავრობო განწყობები გაიზარდა. დაზარალებული რეგიონების მოსახლეობა ერდოღანის მთავრობას სტიქიაზე დაგვიანებულ და არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებს.

თურქეთის უდიდესი ქალაქი,  სტამბოლიც, ტრადიციულად, ოპოზიციას უჭერს მხარს და ერდოღანის საწინააღმდეგო განწყობები აქაც საკმაოდ ძლიერია.

ასევე დაგაინტერესებთ: 

✔️  იბრაჰიმოვიჩი: მომწონს კვარაცხელია, ყველაფერი „ნაპოლის“ ჩემპიონობისკენ მიდის

✔️ იტალიური მედიის შეფასება: კვარაცხელია ბურთით იარაღია, ყოველთვის გადამწყვეტი

✔️ ნერვების ომი - ნიდერლანდებში წითელი ფანრები მაინც ჩავაქრეთ და საქართველოში გამარჯვებული ვბრუნდებით

✔️ „საფრთხე დემოკრატიის მშენებლობაში“ - გაერო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს