მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩრდილოეთ კორეამ აშშ-სა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ იმიტირებული ბირთვული კონტრშეტევა დაიწყო

სამხრეთ კორეის ლიდერი ქალიშვილთან ერთად

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აშშ-სა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ბირთვული კონტრშეტევის სიმულაციას დაესწრო. ამის შესახებ სახელმწიფო სააგენტო KCNA იტყობინება.  

წვრთნები მოიცავდა მცირე რადიუსის რაკეტის გაშვებას. 

როგორც ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია წერს, წვრთნები გამიზნული იყო ქვეყნის „სამხედრო შეკავებისა და ბირთვული კონტრშეტევის შესაძლებლობების გასაძლიერებლად“, და დაადანაშაულა ვაშინგტონი და სეული მის წინააღმდეგ „აშკარად ომის დაწყებაში“.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ იმიტირებულ წვრთნებს კიმ ჩენ ინი თავის ქალიშვილთან ერთად ესწრებოდა. 

ანალიტიკოსების თქმით, ეს იყო KN-23 მოკლე დისტანციური ბალისტიკური რაკეტის გაშვება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 რუსების „დიდი შეტევა“  კულმინაციას აღწევს, უკრაინას შეუძლია კონტრეშევა დაიწყოს - ISW

🔴 რუსეთი და ჩინეთი საერთაშორისო წესრიგის დარღვევას ცდილობენ - ჯონ კირბი