მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი და ჩინეთი საერთაშორისო წესრიგის დარღვევას ცდილობენ - ჯონ კირბი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი

რუსეთი და ჩინეთი საერთაშორისო წესრიგის დარღვევას ცდილობენ, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა

„ჩინეთი და რუსეთი - ორი ქვეყანაა, რომელიც ეწინააღმდეგება იმ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა შექმნეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მათ თამაშის წესების გლობალურად შეცვლა სურთ“, - აღნიშნა კირბიმ. 

კირბიმ აღნიშნა,  რომ შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება, რა გამოვა ამ კვირაში მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინისა და მისი რუსი კოლეგის, ვლადიმირ პუტინს შორის გამართული შეხვედრებიდან.

„ისინი ბოლო დროს თანამშრომლობას და ურთიერთობას აძლიერებენ“, - დასძინა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 პრიგოჟინი ბახმუტის მიმართულებით „ვაგნერის“ შესაძლო დამარცხების აღიარებისთვის ემზადება - ISW

🔴 უკრაინელმა სამხედროებმა გააძლიერეს შეტევითი ოპერაციები ზაპოროჟიეს სამხრეთით, ოკუპანტები ცდილობენ  ბახმუტის დაკავებას - საბრძოლო რუკები 

🔴 „პუტინი მარიუპოლის მცხოვრებლებს პრობლემების გადაჭრას დაჰპირდა“ - პესკოვი

🔴 უკრაინასთან კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ  რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის მოხსნით - ზახაროვა