მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ISW-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სი ძინპინმა პუტინს რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების უფრო თავშეკავებული ხედვა შესთავაზა

ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვედრისას რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების უფრო თავშეკავებული ხედვა შესთავაზა. 

ექსპერტების აზრით, სი ძინპინის უარი ღიად შეუერთდეს ჩინეთი რუსეთს პუტინის მიერ შეთავაზებულ გეოპოლიტიკურ კონფლიქტში დასავლეთთან, შესამჩნევი გადახვევაა ჩინეთის მხრიდან. 

ექსპერტების თქმით, სი ძინპინის რიტორიკა მიუთითებს იმაზე, რომ მას არ სურს რუსეთს სრული ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწიოს. 

ცნობისთვის, ჩინეთის ლიდერი მოსკოვს ვიზიტით 20 მარტს ეწვია. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔴 ომის ფონზე, რუსეთი ფარულ მობილიზაციას ახორციელებს - უკრაინული მხარე

🔴 ჯონ კირბის განცხადებით, შეერთებული შტატები სკეპტიკურად არის განწყობილი პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრის მიმართ

🔴 იაპონიის პრემიერი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

🔴 თეთრი სახლი სი ძინპინს მოუწოდებს, პუტინზე ზეწოლა განახორციელოს