მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქურთმა „ბოევიკებმა“ თურქეთის სასაზღვრო ქალაქს რაკეტებით შეუტიეს - არის მსხვერპლი

თავდასხმა თურქეთზე

თურქული მხარის განცხადებით, სირიაში ეჭვმიტანილმა ქურთმა „ბოევიკებმა“ თურქეთის საზღვარზე რაკეტები გაუშვეს, რის შედეგადაც სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა. 

„ერთ-ერთი რაკეტა გაზიანთეპში, ქალაქ კარკამისის სკოლასთან ჩამოვარდა და 22 წლის მასწავლებელი დაიღუპა“, - განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ. 

მისივე ინფორმაციით, ასევე, დაღუპულია 5 წლის ბავშვი. მინისტრის თქმით, რეგიონში სკოლები დაიხურა.

„თურქეთი თავდასხმებს უპასუხებს ყველაზე ძლიერი გზით“, - დასძინა მან.

„მოღალატეები, რომლებიც აგრძელებენ თავდასხმებს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და თავს ესხმიან სკოლებს, პასუხს აგებენ თავიანთ ქმედებებზე“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „კერძო მევახშეს ბინის მისაკუთრება სურს“ - დიღმის მასივში ერთ-ერთ ოჯახს ასახლებენ

✔️ ინდოელი კაცი ძროხების ქუჩაში გაშვების გამო დააპატიმრეს

✔️ აფხაზურ კრიპტოფერმებს შეუძლია საქართველო ელექტროენერგიის გარეშე დატოვონ - „Amra Life“

✔️ „რუსეთი დასავლეთთან საინფორმაციო დაპირისპირებაში კნუტს ჰგავს მარტორქის წინააღმდეგ“ - კრემლი ცდილობს გააკონტროლოს არმიის კრიტიკის ტალღა - ISW