მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატოში გაწევრიანების თაობაზე დღეს ჯო ბაიდენი ფინეთ-შვედეთის ლიდერებს უმასპინძლებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ვაშინგტონში ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტეს და შვედეთის პრემიერ მინისტრ მაგდალენა ანდერსონს შეხვდება, რათა ნატოში გაწევრიანების წინადადება განიხილონ. ამის შესახებ BBC წერს. 

„აშშ მხარს უჭერს ორივე ქვეყნის სურვილს შეუერთდეს დასავლეთ თავდაცვის ალიანსს. ორმა სკანდინავიურმა ქვეყანამ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების თაობაზე, ოფიციალური განაცხადი 18 მაისს წარადგინა. თავის მხრივ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსეთმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ევროპას სტაბილურობას არ მოუტანს. 

ფინეთს რუსეთთან 1300 კმ (800 მილი) საზღვარი აქვს. გარდა ამისა, ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას თურქეთი ეწინააღმდეგება. ამასთან, დიდმა ბრიტანეთმა და ნატოს რამდენიმე სხვა ქვეყანამ შესთავაზეს უსაფრთხოების გარანტიები ფინეთსა და შვედეთს“, - წერს მედიასაშუალება. 

„მე თბილად მივესალმები და მტკიცედ ვუჭერ მხარს ფინეთისა და შვედეთის ისტორიულ განაცხადს ნატოში წევრობის თაობაზე“, - თქვა ბაიდენმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉უკრაინელმა ჯარისკაცებმა ერთ დღეში დონბასში მტრის 16 თავდასხმა მოიგერიეს - განადგურდა 8 ტანკი, 17 ჯავშანმანქანა

👉უკრაინის ავიაციამ რუსეთის ცოცხალი ძალა, ჯავშანმანქანები და საბრძოლო მასალა გაანადგურა

👉„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომი შემოდგომამდე დასრულდეს“ - არესტოვიჩი