მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ მარიუპოლში ვიზიტით პუტინს სურდა თავი ლიდერად წარმოეჩინა - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

საერთაშორისო ორგანიზაცია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ კრემლის ინფორმაციას, ოკუპირებულ მარიუპოლში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ჩასვლას გამოეხმაურა. 

ორგანიზაციის ანალიტიკოსების თქმით, ოკუპირებულ მარიუპოლში ჩასვლით რუსეთს პრეზიდენტს სურდა თავი ლიდერად წარმოეჩინა. 

ვლადიმერ პუტინი ცდილობდა თავი ლიდერად წარმოეჩინა, რომელიც საომარ მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობს. პუტინმა თავისი პირველი ვიზიტი ოკუპირებულ მარიუპოლში გამოიყენა იმისთვის, რომ თავი გამოეჩინა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

მათივე თქმით, პუტინს სურს საკუთარი თავის კიდევ უფრო მეტად წარმოჩენა. 

პუტინმა მარიუპოლზე არჩევანი მას შემდეგ შეაჩერა, როცა ოკუპირებულ ქალაქში უსაფრთხოების მკაცრი ზომები შემოიღეს. 

კრემლის მიერ გავრცელებული ცნობით, 19 მარტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლში ჩავიდა.

„ვლადიმერ პუტინი მარიუპოლს ეწვია, ქალაქის აღდგენისა და კეთილმოწყობის მიმდინარეობას გაეცნო და  მოსახლეობას გაესაუბრა. სახელმწიფოს მეთაური მარიუპოლში ვერტმფრენით ჩაფრინდა“, - იტყობინება კრემლი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴  ჩრდილოეთ კორეამ აშშ-სა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ იმიტირებული ბირთვული კონტრშეტევა დაიწყო

🔴 რუსების „დიდი შეტევა“  კულმინაციას აღწევს, უკრაინას შეუძლია კონტრეშევა დაიწყოს - ISW