მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტეხასელი კაცი, რომელმაც დედა დაახრჩო და მისი ცხედარი ეზოში დაკრძალა, სიკვდილით დასაჯეს

სიკვდილით დასჯა ტეხასში

კაცი, რომელმაც 20 წლის წინ საკუთარი დედა მოკლა და მისი ცხედარი ეზოში დაკრძალა, სიკვდილით დასაჯეს. ადვოკატების თქმით, მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ის სიკვდილით არ უნდა დასჯილიყო. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება. 

61 წლის ტრეისი ბიტი ტეხასის შტატში, ჰანტსვილის სახელმწიფო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს. სასჯელაღსრულების დაწესებულებამ კაცი ადგილობრივი დროით 6:39 საათზე გარდაცვლილად გამოაცხადა. 

„ეიბისი ნიუსი“ წერს, რომ 61 წლის კაცი დედის დახრჩობისთვის გაასამართლეს. 

სიკვდილით დასჯამდე კაცმა თავის მეუღლეს მადლობა გადაუხადა და თქვა,  „არ მინდა შენი მიტოვება, პატარავ. გნახავ, როცა იქ მოხვალ. მიყვარხარ“. 

აღსანიშნავია, რომ ბიტი მიმდინარე წელს მეოთხე პატიმარია, რომელიც ტეხასის შტატში სიკვდილით დასაჯეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ერთმანეთს დაერივნენ, განუკითხაობაა, არ ვიცი რას ვერ იყოფენ“ - კახა კალაძე ენმ-ზე

✔️ „ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს“ - კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

✔️ „როდესაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, არ იყო ამის დრო“ - ანა წითლიძე ნადირაძის განცხადებაზე