მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცნობილმა სეისმოლოგმა თურქეთის მიწისძვრა იწინასწარმეტყველა

ავსტრალიელი მეცნიერი ფრენკ ჰუგერბიტსი

ცნობილმა ავსტრალიელმა მეცნიერმა ფრენკ ჰუგერბიტსმა თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრა იწინასწარმეტყველა. ამის შესახებ sozcu.com.tr იუწყება. 

👉 მიწისძვრის შედეგად განადგურებული თურქეთის ქალაქები (კადრები ადგილიდან)

მეცნიერმა პოსტი 3 თებერვალს გამოაქვეყნა, რომელზედაც ყურადღება დღეს გამახვილდა.

„თურქეთის ამ რაიონში (ცენტრალური და სამხრეთ თურქეთი, იორდანია, სირია, ლიბანი), ადრე თუ გვიან 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდება“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, როდესაც მიწისძვრა უკვე მომხდარი იყო, ავსტრალიელმა მეცნიერმა დაზარალებულებს თანადგომა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მან მიწისძვრის პროგნოზირება „კრიტიკული პლანეტარული გეომეტრიის საფუძველზე“ მოახდინა.

ფრენკ ჰუგერბიტსი ავსტრალიის საუკეთესო ასტრონომების სიაში შედის და 2002 წელს დააარსა საიტი მიწისძვრების შესახებ.

მეცნიერი ბავშვობიდან დიდ ინტერესს იჩენდა მზის სისტემის მიმართ. მიწისძვრის პირველი საჯარო პროგნოზი მან 2015 წელს გააკეთა და აღნიშნა, რომ 22-27 აპრილის პერიოდი კრიტიკულია პლანეტების გარკვეული განლაგების გამო. 2015 წლის 25 აპრილს ნეპალში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔴 თბილისში 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრასაც იგივე შედეგები შესაძლოა მოჰყვეს, რაც თურქეთში 7.8-ის სიმძლავრის ბიძგებს - სეისმოლოგი

🔴 მოვასწარით გამოვქცეულიყავით, 3 წუთში სახლი ჩამოინგრა - თურქეთში მცხოვრები ქართველები

🔴 თურქეთში 6 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი მიწისძვრიდან რამდენიმე საათში ჩამოინგრა

🔴 ანკარაში საქართველოს საელჩოში არანაირი შეტყობინება არ შესულა - საქართველოს საგარეო უწყება