მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ გინდა გაიგო, რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდი უკრაინაში და თავად იხილავ საკუთარი თვალით - ვოლოდიმირ ზელენსკი მასკს

ვოლოდიმირ ზელენსკი და ილონ მასკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ილონ მასკი უკრაინას უნდა ეწვიოს, რათა თავად იხილოს ომი.

მისი თქმით, მასკი  უნდა ეწვიოს ქვეყანას კონფლიქტის უკეთ გასაგებად.

„თუ გინდა გაიგო რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდი უკრაინაში და ამას საკუთარი თვალით ნახავთ ზედმეტი სიტყვების გარეშე. ამის შემდეგ კი გვეტყვით, როგორ დავასრულოთ ეს ომი, ვინ დაიწყო და როდის შეგვიძლია დავასრულოთ ის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გასულ თვეში მილიარდერმა ილონ მასკმა შესთავაზა უკრაინას ტერიტორიის დათმობა რუსეთისთვის.

3 ოქტომბერს, უკრაინა-რუსეთის თემაზე ილონ მასკმა შემდეგი შინაარსის ტვიტი გამოაქვეყნა:

„უკრაინა-რუსეთის მშვიდობა:

- ხელახლა ჩატარდეს ანექსირებულ რეგიონებში არჩევნები გაეროს ზედამხედველობით. რუსეთი წავა, თუ ეს ხალხის ნებაა.
- ყირიმი ფორმალურად რუსეთის ნაწილია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე).
- ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება.
- უკრაინა ნეიტრალური რჩება“, - დაწერა ილონ მასკმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ჩინეთი ბირთვული ქობინების რაოდენობის თითქმის ოთხჯერ გაზრდას გეგმავს - პენტაგონი

👉 ანალიტიკოსებმა დაასახელეს ქალაქები, სადაც რუსეთის ფედერაციამ ძალა დაკარგა

👉 გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის მხარდაჭერით, გერმანიამ წვლილი შეიტანა უკრაინაში ომის დაწყებაში - გერმანიის იუსტიციის მინისტრი

👉 რუსეთის ჯარებმა ბახმუტში „წარმატებები“ გააზვიადეს - ამერიკელი ანალიტიკოსები

👉 რუსეთი 2023 წელს ბირთვული იარაღის ინფრასტრუქტურაზე გაამახვილებს ყურადღებას - სერგეი შოიგუ