მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ კადრებზე ასახულია არაადამიანური მოპყრობა და ღირსების შემლახავი მოქმედება სააკაშვილის მიმართ“ - დიმიტრი საძაგლიშვილი

გიორგი გაბუნიას ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, ამ კადრებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ექსპრეზიდენტი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. 

„აღნიშნული კადრებით ცალსახად დადასტურდა, რომ პენიტენციური სამსახური იტყუებოდა. ჩვენ პირველივე დღეს ვთქვით, რომ ის მოატყუეს და მას უთხრეს, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, რის გამოც ის საკუთარი ნებით დათანხმდა ამ გადაყვანის პროცესს.

მერე ვიხილეთ უკვე გავრცელებულ კადრებში გლდანის ციხეში შეყვანის პროცესი. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააცნობიერა, რომ იგი არ გადაიყვანეს  სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში და მიიყვანეს გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ბუნებრივია იგი არ თანხმდებოდა ამ პროცესს და აფიქსირებდა მის წინააღმდეგობრივ პოზიციას.

ამ კადრებზე ასახულია არაადამიანური მოპყრობა და ღირსების შემლახავი მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რაზედაც ვაპელირებდით“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში შეყვანის კადრები გაავრცელა.

ამავე თემაზე: 

🔴  სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა - რატი ბრეგაძე

🔴  „პატიმარზე და პატიმრებზე საუბარი დავასრულე“ - ირაკლი ღარიბაშვილი