მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ, ხალხო, მაგას განახებთ, როგორ“ - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი

„ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ, ხალხო! მაგას განახებთ, როგორ“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა. 

🎥 „უსამშობლო კაცი ხარ“ - ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს მიმართა

მისი თქმით, საკომიტეტო სხდომიდან მანდატურებმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი ძალების გამოყენებით გამოიყვანეს. 

„ფიზიკურად დამიპირისპირდნენ დარბაზში და ამის კადრები არსებობს. ფაქტობრივად სუსის და სპეცდანიშნულების რაზმი ჰყავთ მოყვანილი და არ იხევენ უკან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. შეშლილი პუტინისტები არიან, ესენი არიან პუტინის თუთიყუშები. ანრისა {ოხანაშვილი} და პუტინის ლაპარაკს შორის განსხვავება არაა. 

12-მა კაცმა, ე.წ. მანდატურებმა, სუსმა და ვიღაცებმა გამოგვიყვანეს. მათ შორის, პარლამენტის რუსეთუმე, პუტინისტი დეპუტატები მზად არიან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. რა ხვალ?! ამ პუტინისტებს დედა უნდა ვუტიროთ, ხალხო, რაზე მელაპარაკებით. დედა უნდა ვუტიროთ პუტინისტებს და რუსებს. როგორ და ხალხთან ერთად. მაგას განახებთ როგორ“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. 

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 სხდომათა დარბაზი გიორგი ვაშაძეს დაატოვებინეს

👉 „სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

👉 კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ კანონის მიღებას, ეს არის - მავნებლობა - თაკო ჩარკვიანი

👉 „ხელისუფლება, რომელსაც ასე სჭირდება დაცვა საკუთარი ხალხისგან, ხელისუფლება არაა“ - წითლიძე