მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აშშ-ის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას ცოტა დააკლდა“ - მანჯგალაძე „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებაზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი

„აშშ-ის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას ცოტა დააკლდა“, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ, „ოცნებიდან“  წასული 4 დეპუტატის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ისინი აშშ-ის საელჩოს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ.

მისი თქმით, ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა საქართველოს, არამედ რუსეთის სამსახურში.

„ეს განცხადება არის რუსული საინფორმაციო დივერსია. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები არიან ამ მავნებლობაში ჩართულები. დაახლოებით ამ პათოსის განცხადება გააკეთა მაჭარაშვილმა, სუბარმა, ყაველაშვილმა და ხუნდაძემ. მგონი, ამერიკის შეერთებული შტატების ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას ცოტა დააკლდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აქამდეც მივლენ“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე. 

11 აგვისტოს  „ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობა“ - ბადრი ჯაფარიძე 4 დეპუტატის განცხადებაზე

👉 „ყოველი თავდასხმა აშშ-ზე არის რუსეთისკენ გადგმული ნაბიჯი“ - ნიკა მელია

👉 „თუ ამ რუსულ თალიბანს არ გავუშვებთ დროზე, იგივე გველის, რაც ავღანეთს“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉 🎥 „დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება, ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉 „რადიკალური ოპოზიცია დღეს არის ჩამალული“ - რატი იონათამიშვილი