მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემ დროს დენი მაქსიმუმ 11 თეთრი ღირდა და დაგინებული ჰქონდათ, რომ ფასს გაანახევრებდნენ“ - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება. 

პროცესის მიმდინარეობას მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ფასების ზრდის შესახებ ისაუბრა.

„მინდა გავაკეთო აღიარება, მე ვარ მომატებული საფრთხის წყარო. ვისთვის ვარ ვარ მომატებული საფრთხის წყარო? - ოლიგარქი ივანიშვილისთვის, ასევე იმ ხალხისთვის, ვინც ახლა ხელფასი გაიზარდა და დღეს 7 000 ლარი აქვს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ხელფასი. იყო ერთი ცნობილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც მერე ვარდების რევოლუციაში მიიღო მონაწილეობა, რამდენადაც მახსოვს, მას ჰქონდა ხელფასი 500 ლარი, სააკაშვილი იყო თუ არ ვცდები გვარად. ამ ხალხისთვის მე ვარ მომატებული საფრთხის წყარო.

თბილისის მერიამ გამოაცხადა, რომ ის უფასო სასადილოები, რომელიც მე გავხსენი ამ გაჭირვებული ხალხისთვის, მომავალი წლიდან იხურება, ამავე დროს თბილისის მერიამ შეისყიდა ასობით ახალი მანქანა, რომელზეც დაიხარჯა 75 მილიონი ლარი და შემოყვანილ, მოპარულ ავტობუსებში 70 მილიონი ლარი. 2021 წლის ბოლოს ჩვენს მოქალაქეებს გაუძვირდათ კომუნალური გადასახადები, სხვათა შორის ის დენის გადასახადიც, რომელიც ჩემ დროს მაქსიმუმ 11 თეთრი ღირდა და დაგინებული ჰქონდათ, რომ გაანახევრებდნენ. 11 თეთრიანი დენი გახდა 26.5 თეთრი, გაძვირდა გაზის გადასახადიც. გზაში ვუყურებდი ბენზინის ფასებს ბენზინგასამართ სადგურებზე, სად არის ის ბენზინი, რომელიც ჩემ დროს 1 ლარი და 20 თეთრი ღირდა? აქედან 1 ლარი მე მიმქონდა ჯიბეში, მაგრამ სად არის ის ერთი ლარი სულ ვეძებ, რადგან ძალიან გამოადგებოდათ ახლა ჩემს ახლობლებს. ბენზინის ფასი ახლა არის 3 ლარი და 20 თეთრი. 2021 წელს ინფლაციამ შეადგინა ისტორიული მაქსიმუმი. პურის ფასმა მოიმატა, ზეთი 7 ლარამდე ავიდა, კვერცხმა მოიმატა 15-20 თეთრით, მედიკამენტები გაძვირდა, ბავშვის ყველაზე იაფი საკვები ღირს 25 ლარი და ეს ნიშნავს იმას, რომ თავისი საფენებით, რომლებიც ღირს 59 ლარი, ბავშვის გაჩენა არის ძალიან ძვირი რაღაცა. პარალელურად 154 მილიონი ლარით გაიზარდა ბიუროკრატიული ხელფასები. 10 დღე თავისთვის გამოაცხადეს დასვენება, გაჭირვებული ხალხი მთელი ის დღეები მუშაობდა და 1600 ლარიანი საშუალო ხელფასის მქონე ხალხი 10 დღე ისვენებდნენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.

ინფორმაციისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„თითზე გადასახვევი არ წამიღია ქვეყნიდან, ყველაფერი გავაკეთე და ახლა ჩემს თვალწინ ინგრევა“ - სააკაშვილი

👉 „თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორიც მე ასტრონავტი“ - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს (ვიდეო)

👉 „მინდა, განსაკუთრებულად ჭკვიანებს აუდიტორიაში დავუსვა ამოცანა - რატომ ვიმყოფები სასამართლო დარბაზში?“ - მიხეილ სააკაშვილი