მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ“ - მიხეილ სარჯველაძე „ენმ“-ზე

პოლიტიკოსი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დამზადებული ყუმბარები როგორც ჩანს, საკუთარ ხელში აუფეთქდათ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ  განაცხადა. 

სარჯველაძე აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ მწვავე კრახს განიცდის. 

„ისინი ბევრს საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებისთვის სერიოზული  პრობლემების შექმნას შეძლებდნენ. აქა იქ ვიღაც საბოტაჟზე საუბრობდა, ასევე, საუბრობდნენ ცხელ შემოდგომაზე და ეს დამზადებული ყუმბარები როგორც ჩანს, საკუთარ ხელში აუფეთქდათ.

იმდენად მწვავედ განიცდიან საზოგადოებისთვის შეთავაზებული მცდარი პოლიტიკის კრახს და მარცხს მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ფაქტია, რეალურად აღარ დარჩათ რესურსი, რომ შენიღბონ არსებული პრობლემები პარტიის შიგნით“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ხელისუფლება ელოდება შილას ჩამოტარებას“ - გუბაზ სანიკიძე

✔️ არ უნდა ატარებდეს წვერ-ულვაშს, უნდა იყოს მძიმეწონოსანი - გოცირიძე „ენმ“-ის თავმჯდომარის კანდიდატებზე

✔️ ნიკა მელიას ადგილას არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას გადავხედავდი - ლევან ხაბეიშვილი

✔️ „ახლა მნიშვნელოვანია ერთობა, ერთობის გარეშე რთული იქნება ამ სისტემის დამარცხება“ - ზურაბ ჯაფარიძე

✔️ „როცა იდეა არ გაგაჩნია და არ გაქვს ხედვა, როგორ აპირებ ქვეყნის განვითარებას, ვერც მელია გიშველის, ვერც მუმლაძე და ჩალაძე“ - იაგო ხვიჩია