მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კომიტეტზე ომბუდსმენობის კანდიდატურებს უყარეს კენჭი - ყველაზე მეტი ხმა გიორგი ბურჯანაძემ მიიღო

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გამართული კენჭისყრისას ყველაზე მეტი ხმა სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილმა გიორგი ბურჯანაძემ მიიღო. 

გიორგი  ბურჯანაძეს მხარი პარტია „ლელომ“ „ქართულმა ოცნებამ“ , „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „საქართველოსთვის“ დაუჭირეს.

„ეს არ ნიშნავს გამარჯვებას, მაგრამ ძალიან გამიხარდა.

👉 სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა

👉 პროფესიული საპარლამენტო კომისიის დადებითი შეფასება 

👉 და ახლა კიდე ადამიანის უფლებათა კომიტეტის ერთსულოვანი (9-ვე ხმა) მხარდაჭერა 

ვნახოთ რა იქნება აწი“, - წერს გიორგი ბურჯანაძე ფეისბუკზე.

ანა აბაშიძეს მხარი დაუჭირა „ლელომ“ და „ქართულმა ოცნებამ“, ხოლო ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურას ენმ-მ და „ლელომ“.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნებამ“ უარი თქვა მხარი დაუჭიროს იმ კანდიდატებს, რომლებმაც გასაუბრებაში მონაწილეობა არ მიიღეს, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადამწყვეტ კენჭისყრაზე წარმოდგენილი 19-ვე კანდიდატი იქნება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა ყოფილიყო ევროინტეგრაციის აუცილებელი კომპონენტი“ - იაგო ხვიჩია

✔️ არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს - სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე

✔️ „შეთანხმების რესურსი მხოლოდ და მხოლოდ ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით არსებობს, დანარჩენ კანდიდატურებთან არსებობს ხელის გადაწევის რესურსი“ - იაგო ხვიჩია

✔️ ვხედავთ დამოუკიდებელი მედიის დაშინებას და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას - ბობ მენენდესი

✔️ „კეზერაშვილი ქურდია, ის კურორტიდან კურორტზე ჩვენი არმიისთვის მოპარული ფულით დადის“ - ალეკო ელისაშვილი