მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა ყოფილიყო ევროინტეგრაციის აუცილებელი კომპონენტი“ - იაგო ხვიჩია

ოპოზიციონერი დეპუტატი

„მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები 12 პუნქტის შესრულებას აღიარებენ“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი შეთანხმების მიღწევაა. 

„გამოსავალს ვხედავ შეთანხმების მიღწევაში. ჯერ კიდევ ზაფხულში ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა ყოფილიყო ევროინტეგრაციის აუცილებელი კომპონენტი, რადგან რთულად წარმოგვედგინა  დეპოლარიზაციის მიღწევა მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და მისი მხარდამჭერები აქციებს აწყობენ და მის გამოშვებას ითხოვენ.

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება თუ მოგვინდება, უნდა გავითვალისწინოთ გზები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები 12 პუნქტის შესრულებას აღიარებენ“, - აცხადებს იაგო ხვიჩია. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ აღმაშფოთებელია კრიტიკა აშშ-ის ელჩის მისამართით, ეს ძირს უთხრის პარტნიორობას - კარენ დონფრიდი

✔️ ვხედავთ დამოუკიდებელი მედიის დაშინებას და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას - ბობ მენენდესი

✔️ „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა“ - ჯინ შაჰინი

✔️ „კეზერაშვილი ქურდია, ის კურორტიდან კურორტზე ჩვენი არმიისთვის მოპარული ფულით დადის“ - ალეკო ელისაშვილი

✔️„ცრუპენტელები და მატყუარები ხართ, ამათ მომავალი არც ჰქონიათ და არც ექნებათ“ - ალუდა ღუდუშაური ენმ-ზე