მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კეზერაშვილი ქურდია, ის კურორტიდან კურორტზე ჩვენი არმიისთვის მოპარული ფულით დადის“ - ალეკო ელისაშვილი

პოლიტიკოსი

„დავით კეზერაშვილი ქურდია! ის არის ყველაზე დიდი შავი ლაქა „ქართული ოცნების“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, „ოცნება“ კეზერაშვილს გარკვეული გარიგების სანაცვლოდ დიდი ხნის მანძილზე ხელს აფარებდა.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, კეზერაშვილი კურორტიდან კურორტზე ქართული არმიიდან მოპარული ფულით „ბაირამობს“.

„დავით კეზერაშვილი უნდა იჯდეს ციხეში. ის არის ჩემთვის ყველზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ქართული არმიის, შეიარაღებული ძალების ქურდი. ეს არის ყველაზე დიდი შავი ლაქა „ქართული ოცნების“, რომ კეზერაშვილს რამდენიმე წლის წინ, გარიგების საფასურად ჯერ ბიზნესების გატანის საშუალება მისცეს საქართველოდან და მერე თვალი დახუჭეს ყველაფერზე და ამიტომ „ბაირამობს“ ჩვენთვის და ჩვენი არმიისთვის მოპარული ფულით.

ეს არის „ოცნების“ ბრალი. ახლა გამოიფხიკეს ყურები, არ ვიცი ვინ უთვალთვალებდნენ, არ აქვს მნიშვნელობა, რატომ დადის ასე ლაღად ამდენი წელი და რატომ ცხოვრობს ასე არხეინად, კურორტიდან კურორტზე კეზერაშვილი ჩვენი მოპარული ფულით. 

წესით, ხელფასზე რომ უნდა ეცხოვრა როცა მინისტრი იყო და უცებ აღმოჩნდა, მულტიმილიონერია, ქურდია დავით კეზერაშვილი!“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ბრიყვულია“ - ალეკო ელისაშვილი

✔️ „ოპოზიციური კოლეგების ერთი ნაწილის მიერ ევროკომისრის ხელაღებით კრიტიკა მიუღებელია“ - ალეკო ელისაშვილი

✔️ ოლივერ ვარჰეი ივანიშვილის რეჟიმისათვის ქება-დიდების აღსავლენად ჩამოვიდა - შალვა ნათელაშვილი

✔️„ცრუპენტელები და მატყუარები ხართ, ამათ მომავალი არც ჰქონიათ და არც ექნებათ“ - ალუდა ღუდუშაური ენმ-ზე

✔️ „ხელისუფლება ელოდება შილას ჩამოტარებას“ - გუბაზ სანიკიძე