მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყვავებს გამოეყვნენ ქორები“ - რომან გოცირიძე მმართველი გუნდიდან 3 წევრის წასვლაზე

„ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის“ წევრი

„ყვავებს გამოეყვნენ ქორები“, - ასე აფასებს ენმ-ს დეპუტატი რომან გოცირიძე სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის მიერ პარტიისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვებას.  

„ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ ეს სამი ადამიანი პარლამენტში ბიძინას ხმა იქნება. 

„ქართულ ოცნებას“ გამოეყო კიდევ უფრო ანტიდასავლური ნაწილი. იქნება თავდასხმები ევროპელ პოლიტიკოსებზე, უფრო რადიკალური ნაბიჯები იქნება გადადგმული. ფარდის ამხდელები არიან, რა ფარდაც ვერ ახადა და ვერ გაბედა ღარიბაშვილმა, მის საქმეს გააკეთებენ ისინი, ყვავებს გამოეყვნენ ქორები. ესენი იქნებიან პარლამენტში ბიძინას ხმა. რასაც ფიქრობს ბიძინა, იმას გაახმოვანებს ეს ჯგუფი. საქმეს საბოლოო ჯამში იქამდე მიიყვანენ, რომ ბოლომდე ჩამოხსნიან ნიღაბს ივანიშვილს და დააჩქარებენ მის სანქცირებას“, - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის“ წევრი. 

ინფორმაციისთვის, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

✅ სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

✅ სოზარ სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

„ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო“ - დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნებიდან“ წასვლაზე

✅ „ეს არის სრული სისულელე“ - კალაძე სახალხო მოძრაობის შექმნაზე (ვიდეო)