მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მე მიწის ქვევით ვიქნები, მიწის ზევით თუ პარლამენტში, რეჟიმს აუცილებლად დავამთავრებ“ - შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა. 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მან პარლამენტში შესვლის შესახებ სოციალურ ქსელში გამოკითხვა დაიწყო, მმართველმა პარტიამ დეზინფორმაციის გავრცელებით მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა მიზნად დაისახა. 

„ოპოზიციის პარლამენტში შესვლამ აზრი დაუკარგა ყოველგვარ ბოიკოტს. ჩვენ დავიწყეთ გამოკითხვა იმის თაობაზე, შევიდეს თუ არა ლეიბორისტულ პარტია აი ამ დანაშაულებრივ ორგანოში და ამხილოს მმართველი პარტია. აი, ამ ქმედებამ გამოიწვია მმართველი პარტიის გაცოფება და ჩართეს ყველა სამთავრობო არხი ცილისწამების ნიაღვარით იმის თაობაზე, რომ მე და პარტია თურმე ვიბრძვით ხალხის წინააღმდეგ.

მიზანი აღნიშნულის არის ერთადერთი - შემიწყვიტონ სადეპუტატო უფლებამოსილება. მათ შიშის ზარი დაეცათ. სამწუხაროდ, მინდა მოგახსენოთ, რომ ვითარება ქვეყნის შიგნით და გარეთ არის ურთულესი, ახალი საპარლამენტო არჩევნები არის გარდაუვალი და ამისთვის ჩვენ ბრძოლას ყველგან გავაგრძელებთ. ერთი რამე უნდა გაითვალისწინოს ბიძინა ივანიშვილმა - მე მიწის ქვევით ვიქნები, მიწის ზევით ვიქნები თუ პარლამენტში, რეჟიმს აუცილებლად დავამთავრებ“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონტაქტები აღარ გვაქვს, პირველი მცდელობა თანამშრომლობისა კრიტიკულ მომენტში ჩავარდა“ - შალვა ნათელაშვილი

⭕ „ვერ გაბედეს პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა“ - ნიკა მელია