მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვერ გაბედეს პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა“ - ნიკა მელია

ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, ვერ გაბედეს პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა. 

როგორც მელია აღნიშნავს, სურდათ პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენებით ოპოზიცია დაესუსტებინათ თუმცა, ეს ვერ მოახერხეს. 

„ვერ გაბედეს პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა. პირადად მქონდა ეს მოლოდინი, რომ ის ამას ვერ გაბედავდა, ვინაიდან მისივე სტანდარტითაც კი ეს იქნებოდა მეტისმეტი. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის, რომ ადამიანები სამი წლის განმავლობაში იბრძოდნენ. მიხარია, რომ ასეთი ადამიანები სულ უფრო და უფრო ბევრნი არიან ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში, რომლებიც არ ნებდებიან და თავს არ უხრიან. ეს გათვლა ჰქონდათ, რომ სხვადასხვა საქმის აღძვრით ოპოზიციურ ველს პოლიტიკოსებისგან გამოშიგნავდნენ, მაგრამ პირიქით, თქვენ ნახეთ, რომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთო წერეთელი უფრო და უფრო შეუპოვრები ხდებოდნენ. თუმცა, პრობლემა, რა თქმა უნდა, არსად არ წასულა. უდიდესია პრობლემა, რომელიც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეხება და ვიდრე პოლიტიკური მართლმსაჯულება, როგორც იარაღი, ხელში აქვს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე ვერ იგრძნობს თავს დაცულად. 

ამ რეჟიმის პირობებში ქვეყანა ვერ განვითარდება, ადამიანის ყოფა ვერ გაუმჯობესდება. ცვლილების სურვილი აქვს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. რაც მალე შეცვლით ამ მძიმე რეალობას,  მით უფრო უკეთესი იქნება ამ ქვეყნის მომავლისთვის. ყველანი კიდევ ერთხელ, ახალი ტემპით შეტევისთვის უნდა მოვემზადოთ ამ რეჟიმის დასამარცხებლად. ვფიქრობ, ერთიანობა კონსოლიდაცია ამ პროცესში არის უმნიშვნელოვანესი. მჯერა, რომ არც თუ ისე დიდი ხანი გვაშორებს იმ მომენტს, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები მოხდება“, - აცხადებს ნიკა მელია.  

შეგახსენებთ, ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა, საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

გამოძიება ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს გამოძიება ფულის გათეთრებას, ავთანდილ წერეთელს კი მათ დახმარებას ედავებოდა.

საქმის ფიგურანტები პროცესს პოლიტიკურ დევნას უწოდებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ გამოძიებას მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონდა, გარდა ამისა, საქმეს არ ჰყავს კონკრეტული დაზარალებული. 

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

 „ამ პროცესით ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ანაკლია გააჩერეს“ - მამუკა ხაზარაძე

⚫ „ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც“ - მამუკა ხაზარაძე