მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მენატრებიან, ძალიან მენატრებიან და ერთი სული მაქვს, როდის შემოვლენ, ხინკალი მაქვს მოსაგები“ - იაგო ხვიჩია ოპოზიციაზე

გირჩის თავმჯდომარე

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ და შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ძალიან ენატრება ისინი და ერთი სული აქვს, როდის იხილავს მათ. 

„მენატრებიან, ძალიან მენატრებიან და ერთი სული მაქვს, როდის შემოვლენ და როდის გააგრძელებენ პარლამენტში მუშაობას. „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლაზე მეტად, თქვენ იცით, რომ ისინი უკვე შემოსულები არიან, ველოდები ბატონი შალვა ნათელაშვილის შემოსვლას, რადგან ხინკალი მაქვს მოსაგები“, - აცხადებს იაგო ხვიჩია. 

შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლას აპირებს და შესვლასთან დაკავშირებით „ფეისბუკზე“ გამოკითხვა ჩაატარა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონტაქტები აღარ გვაქვს, პირველი მცდელობა თანამშრომლობისა კრიტიკულ მომენტში ჩავარდა“ - შალვა ნათელაშვილი

„ვერ გაბედეს პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა“ - ნიკა მელია