მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებებს და თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მის მოწოდებას - სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მხარს უჭერს. 

სააკაშვილის თქმით, ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა გაერთიანდეს რუსული გადატრიალების წინააღმდეგ და, ასევე, დაუყოვნებლივი კონსულტაციები ჩაატარონ პრეზიდენტთან.

„მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს და თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მის მოწოდებას.

ჩემი აზრით, ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა გაერთიანდეს რუსული გადატრიალების წინააღმდეგ და ასევე,დაუყოვნებლივი კონსულტაციები ჩაატარონ პრეზიდენტთან. სრულიად ნათელია, რომ უკრაინაში მარცხის პარალელურად, მოლდოვაში ჩაფლავების შემდეგ, ახლა მოსკოვი აპირებს უახლოეს ხანში ბოლომდე ღიად აიღოს ხელში ძალაუფლება თბილისში და ამისათვის არსებულ დაშინებულ მარიონეტებს ყველა პირობაზე დაითანხმებს
სალომემ უნდა გამოიყენოს თავისი თანამდებობა და მთელს მსოფლიოს გააგებინოს, რომ საქართველოს სრული იზოლაციის პირობებში მზადდება მისი მთლიანად დაპყრობა და ოკუპაცია.

ახლა წყენების გახსენების დრო საერთოდ არაა და ბრძოლის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ ამ დიდ ომში. პრეზიდენტი ამბობს იმას, რომ ჭეშმარიტი მშვიდობა არ არსებობს თავისუფლების გარეშე და ჩვენ თავს გვახვევენ ომის შიშით მონობას. ამიტომ, წინააღმდეგობა მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტებიდან დაწყებული თითოეული ნამდვილი ქართველის ვალია. არცერთი ადამიანი არ გვყავს დასაკარგი ამ ბრძოლაში“, - აცხადებს სააკაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

✔️ პესკოვი - რუსეთი ვერ ხედავს წინაპირობას, რომ უკრაინის ირგვლივ ვითარება მშვიდობიანი მიმართულებით მიდის

✔️ რუსეთმა მიაღწია თანამშრომლობის გაფართოებას და ჩაშალა კოლექტიური დასავლეთის გეგმები - ლავროვი

✔️ „საფრთხე დემოკრატიის მშენებლობაში“ - გაერო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს

✔️ იბრაჰიმოვიჩი: მომწონს კვარაცხელია, ყველაფერი „ნაპოლის“ ჩემპიონობისკენ მიდის