მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტს არანაირი შედეგი არ ექნება“ - სამადაშვილი

დეპუტატი სალომე სამადაშვილი

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო საქმიანობაზე უარის თქმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ქმედებას შედეგი არ მოჰყვება. 

„როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობაში“ ამ საკითხზე სხვადასხვა გადაწყვეტილებას იღებენ სხვადასხვა დღეს, რადგან რამდენიმე დღის უკან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იმუქრებოდა, რომ არ გავლენ პარლამენტიდან, თუ სააკაშვილის გადაყვანა და გათავისუფლება არ მოხდა.

ახლა, როცა ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პატიმრობაში მიხეილ სააკაშვილი, მათ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს, ამიტომ ვფიქრობ, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი სიცოცხლის გადარჩენის თვალსაზრისით ამ ბოიკოტს არანაირი შედეგი არ ექნება“, - განაცხადა სამადაშვილი. 

შეგახსენებთ, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე განაჩენი გამოიტანა და ის პატიმრობაში დატოვა.

ამის შემდეგ, ენმ-ში საგანგებო თათბირი ჩატარდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ პარტია წყვეტს საპარლამენტო საქმიანობას და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

იხილეთ ასევე: 

👉 „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს ქმნის

👉 „ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

👉 თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 4,300-ს სცდება

👉 7 თებერვალს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება