მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნებისმიერმა ადვოკატმა სტრასბურგში რომ წაიღოს სააკაშვილის საქმე, სახელმწიფო წააგებს“ - ეკა ბესელია

პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, ნებისმიერი ადვოკატი, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოზე დასწრების უფლების შეზღუდვის საქმეს სტრასბურგში წაიღებს, აუცილებლად მოიგებს. 

„შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ნებისმიერი იურისტი, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წაიღებს და იქ წარადგენს, სახელმწიფო წააგებს ამ საქმეს, რადგან ის მინიმალური უფლება, რომლითაც უნდა ისარგებლოს პატიმრობაში მყოფმა პირმა, თავად დაიცვას სასამართლოზე თავი, დაირღვა. 

იცით, როგორ შეხედავენ ამას, იქამდე, ვიდრე სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რის გამოც ის ახლა დაპატიმრებულია, ის პროცესებიც დაუსწრებლად ჩატარდა, ამ პროცესზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ ეტაპზე შეძლოს და ისარგებლოს იმ უფლებით, რომ საკუთარი თავი დაიცვას. 

ასევე მნიშვნელოვანი უფლება შეიზღუდა იმით, რომ ადვოკატები არ დაუშვეს პროცესზე“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. 

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო ასევე არ მიიჩნევს საკმარისად მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში არ გადაყვანის მიზეზად მხოლოდ რომელიმე უწყების განცხადებას და ამისთვის საჭიროა კონკრეტული სამხილები. 

ეკა ბესელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმით სასამართლო სისტემის ყველა პრობლემა აშკარად გამოჩნდა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართა. 

სასამართლო პროცესზე 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელეს. 

პროცესს ბრალდებული არ ესწრებოდა, რადგან მას ამის საშუალება არ მიეცა. 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანა უკონტროლო სიტუაციასა და ქაოსს გამოიწვევდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. 

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

ამავე თემაზე:

✔️ „სააკაშვილს დაეწყო შინაგანი ორგანოების ტკივილები, მიუხედავად ამისა, მას სურდა, გამოცხადებულიყო სასამართლო პროცესზე“ - ბექა ბასილაია

✔️ „ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან აქციებს“ - ნიკა მელია

✔️ „ელოდებიან, რომ სააკაშვილი საუბარს ვერ შეძლებს და შემდეგ დაიწყებენ „მზად ვართ, მაგრამ სააკაშვილი ვერ მოდის“ - ბასილია

✔️   „ციხეში მყოფ ყოფილ პრეზიდენტთან ბრძოლა რა ვაჟკაცობაა?“ - ეკა ბესელია

✔️ „ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ჰიბრიდული სასამართლოს შექმნაა, რომელიც სააკაშვილს გაასამართლებს“ - ანა დოლიძე

✔️ „ეს იყო ყველაფერი სასამართლო პროცესის გარდა, ჩვენ ვნახეთ პანიკურად შეშინებული ხელისუფლების სახე“ - დიმიტრი საძაგლიშვილი