მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პატიმარს რომ ციხეში გადაიყვანენ, ამაში რა არის განსაკუთრებული?“ - ალეკო ელისაშვილი

სააკაშვილის დღევანდელი მიმართვა ჯარის მიმართ მავნებლობაა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, სააკაშვილმა იმკურნალა და ციხეში დააბრუნეს, რაშიც უცნაური არაფერია. 

„პატიმარი რომ ციხეში გადაიყვანეს, ამაში რა არის განსაკუთრებული და უცნაური? პატიმარი არის ციხეში. მე თვითონაც ვიყავი აღშფოთებული, როდესაც შიმშილობდა და არ გადაჰყავდათ სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ პატიმრის ციხეში დაბრუნებაში რა არის განსაკუთრებული, არ ვიცი. ვერანაირ განადგურების მცდელობას მე ვერ ვხედავ, პატიმარმა იმკურნალა და დააბრუნეს ციხეში. სააკაშვილმა რომ ისევ შიმშილობა დაიწყოს, იქნება კომიკური და გაუგებარი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

შეგახსენებთ, სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.

ამავე თემაზე:

🔴 არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს

🔴 „მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანის შესახებ არაფერი ვიცოდით“ - შოთა თუთბერიძე

🔴 „მსჯავრდებული სასჯელს არა ჰოსპიტალში, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა იხდიდეს“ - ხუნდაძე სააკაშვილზე