მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რატი ბრეგაძის ნათქვამი და იურისტობა რა ვთქვი, მაგრამ იმას მაინც ამბობდა ციხეში ჩავატაროთ პროცესიო“ - ბასილაია მოსამართლეს (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობს.

დაცვის მხარე მოითხოვს, რომ სასამართლო პროცესებს მიხეილ სააკაშვილი დაასწრონ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლე ნინო ელიაშვილს მიმართა და განუცხადა, ყოველ ჯერზე საჭიროა სასამართლოსგან იმის დემონსტრირება, რომ ეს სასამართლოა და არა იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის კანტორა. 

„მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე რატომ გინდათ იმსჯელოთ? გადაწყვეტილება სულ რომ წინასწარ გქონდეთ მიღებული, რატომ ? ადამიანი აქ არის და გარდა განაჩენებისა სწორედ ამ პატიმრობის ფარგლებშიც იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში, ხომ მეთანხმებით? 

ამ ადამიანის მოსმენის გარეშე გინდათ სხდომა განიხილოთ? რა იცით ამ პროცესზე რა შუამდგომლობები გაქვს? კეთილი ინებეთ და უზრუნველყავით სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრება. თუ ამას არ აკეთებთ რა სასამართლოზეa საუბარი? მოსამართლეობა ის არის იუსტიციის საბჭომ ბრძანება რომ გამოსცა?

ყოველ ჯერზე გვჭირდება ჩვენ სასამართლოსგან იმის დემონსტრირება, რომ ეს სასამართლოა და არა რატი ბრეგაძის კანტორა, რომელიც  მოგიწოდებდათ იარეთ მე-12 დაწესებულებაში. 

ახლა კიდევ უარესს რედაქციას გვთავაზობთ. ბრეგაძე იმას მაინც ამბობდა, ციხეში ჩავატაროთ პროცესიო, ჯერ იმის ნათქვამი და იმის იურისტობა რა ვთქვი. ახლა თქვენი რედაქციით ამბობთ, რომ არა მიხეილ სააკაშვილი აქ არ მოვიდესო. ასე არ გამოვა“, - მიმართა ბასილაიამ მოსამართლეს. 

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

სასამართლო პროცესზე 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანა უკონტროლო სიტუაციასა და ქაოსს გამოიწვევდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. 

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

ამავე თემაზე:

✔️ „სააკაშვილს დაეწყო შინაგანი ორგანოების ტკივილები, მიუხედავად ამისა, მას სურდა, გამოცხადებულიყო სასამართლო პროცესზე“ - ბექა ბასილაია

✔️ „ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან აქციებს“ - ნიკა მელია