მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სახეზეა ერთი კონკრეტული პატიმრის კაპრიზები, ახირებები“ - თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი - Pia.ge

„არაფერი არაორდინარული აქ არ ხდება გარდა იმისა, რომ სახეზეა ერთი კონკრეტული პატიმრის კაპრიზები, ახირებები“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კარგი იქნება, პატიმარი თუ შეიგნებს, რომ პატიმარია.

„რაკი პატიმარი გადაიყვანეს ერთი დაწესებულებიდან მეორეში, ეს ნიშნავს იმას, რომ სამედიცინო მოსაზრებები მოსაზრებებით ამგვარი გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული. სხვა შემთხვევაში, ასეთი გადაყვანები არასდროს ხდებოდა და არც ახლა მომხდარა.

რაც შეეხება პატიმარს, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ის გაიგებს, თუ გნებავთ შეიგნებს, რომ ის პატიმარია, აქვს უფლებები შეზღუდული, თავისუფლება აქვს აღკვეთილი, სწორედ ამიტომ არის პატიმარი და არა თავისუფალი ადამიანი. შესაბამისად, როდესაც სამედიცინო პერსონალი თვლის, რომ მკურნალობის კურსი დასრულებულია, რა თქმა უნდა, პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის ის სასჯელს. არაფერი არაორდინარული აქ არ ხდება გარდა იმისა, რომ სახეზეა ერთი კონკრეტული პატიმრის კაპრიზები, ახირებები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე:

🔴 არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს

🔴 „მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანის შესახებ არაფერი ვიცოდით“ - შოთა თუთბერიძე

🔴 „მსჯავრდებული სასჯელს არა ჰოსპიტალში, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა იხდიდეს“ - ხუნდაძე სააკაშვილზე