მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური, დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით - ნიკა მელია

ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი  ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ეფექტური ვერ იქნება.

მისი თქმით,  დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით, რათა შექმნან დისკომფორტი.

„რეალობის სწორი აღქმით და პრაგმატული გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ შედეგი.

საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში.

თუ პარტია რჩება პარლამენტში, მაშინ დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით და შექმნან დისკომფორტი.

თუ პარტია გამოდის პარლამენტიდან - უნდა გამოვიდეს და პარლამენტარები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან. ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით - კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას“, - წერს ნიკა მელია. 

ცნობისთვის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“  საპარლამენტო საქმიანობა შეწყვიტა. პარტიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მიხეილს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე, სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. საპარლამენტო საქმიანობა, ასევე, შეწყვიტა პარტია „სტრატეგია აღმაშენებელმაც.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს - გია ხუხაშვილი

👉 „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტის ბოიკოტს შეუერთდა

👉 მაინც გავიყვან და გადავარჩენ სააკაშვილს, მთლად თავდაყირა რომ დადგეს ქართული კვაზი „მართლმსაჯულება“ - შალვა ხაჭაპურიძე