მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტის ბოიკოტს შეუერთდა

გიორგი ვაშაძე

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანისთვის დაანონსებულ პარლამენტის ბოიკოტს უერთდება. 

„მაშინ, როცა ე.წ. სასამართლომ გუშინ მიიღო მესამე პრეზიდენტის მკვლელობის გადაწყვეტილება, არ შეიძლება, რომ შევეგუოთ ამას. ჩვენთვის ეს არის იძულებითი ნაბიჯი, „ქართული ოცნება“ თანამშრომლობის გზებს არ ტოვებს, ისინი კლავენ ადამიანს. ჩვენ ბოიკოტში გავდივართ იქამდე, სანამ საერთო სამოქმედო გეგმა შედგება ოპოზიციის მიერ. თუ ასეთი გეგმა არ შედგება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ უფლებას იტოვებს, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლის ფორმები“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ. 

შეგახსენებთ, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე განაჩენი გამოიტანა და ის პატიმრობაში დატოვა.

ამის შემდეგ, ენმ-ში საგანგებო თათბირი ჩატარდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ პარტია წყვეტს საპარლამენტო საქმიანობას და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

იხილეთ ასევე: 

👉 „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს ქმნის

👉 „ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

👉 თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 4,300-ს სცდება

👉 7 თებერვალს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება