მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შენ გგონია, რომ ვიღაცას „დააკაჩავებ“... - ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

დაპირისპირება პარლამენტში

ადამიანის უფლებათა დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და განათლებისა და მეცნიერების ერთობლივ სხდომაზე ხმაური იყო. 

გაერთიანებულ კომიტეტებზე თავდაცვის კოდექსს განიხილავდნენ. 

კომიტეტის სხდომაზე „გირჩის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას მონობა უწოდა. სწორედ აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში.

„შენ გგონია რომ ვიღაცას „დააკაჩავებ“ - მიმართა მეგრელიშვილმა უმრავლესობის წარმომადგენელს ვლადიმერ ჩაჩიბაიას. 

ჩაჩიბაიამ მეგრელიშვილის უთხრა, ანახებს თუ რა შეუძლია. 

„განახებ მე რა შემიძლია“, - მიმართა ჩაჩიბაიამ მეგრელიშვილს. 

ამასთან, სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენელმა მიხეილ სარჯველაძემ „გირჩის“ წევრებს მიმართა და მოუწოდა, რომ მონები არ უწოდონ იმ ადამიანებს, რომლებიც სამხედრო სამსახურს იხდიან. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

✔️ მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებებს და თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მის მოწოდებას - სააკაშვილი

✔️ პესკოვი - რუსეთი ვერ ხედავს წინაპირობას, რომ უკრაინის ირგვლივ ვითარება მშვიდობიანი მიმართულებით მიდის

✔️ რუსეთმა მიაღწია თანამშრომლობის გაფართოებას და ჩაშალა კოლექტიური დასავლეთის გეგმები - ლავროვი

✔️ „საფრთხე დემოკრატიის მშენებლობაში“ - გაერო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს